Saturday, November 7, 2009

თამბაქოს გავლენა ფილტვებზე

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ სუნთქვის, როგორც სიცოცხლისათვის აუცილებელი პროცესის მნიშვნელობა, სასუნთქი ორგანოების აგებულება და ფუნქციები, გაიაზრონ ნიკოტინის მავნე ზემოქმედება სასუნთქ ორგანოებზე, ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულება ნიკოტინზე, შეძლონ ამ პრობლემის დანახვა, გათავისება და გადაჭრის გზების ძიება.

პროექტის სრული აღწერა:
1.მოსწავლეები ატარებენ ანკეტირებას 9–12 კლასებში შემდეგ საკითხებში:
ა) გისინჯია თუ არა მოწევა
ბ) მოწევა მავნებელია, იმიტომ რომ...
გ) ეწევიან იმ შემთხვევაში თუ...
დ) რა უნდა გაკეთდეს რომ შემცირდეს მწეველთა რაოდენობა
2.მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას სასუნთქ ორგანოებზე ნიკოტინის მავნე ზემოქმედების შესახებ
3. მოსწავლეები წარადგენენ შეგროვებულ ინფორმაციას ფოტომასალის, ტექსტის და დიაგრამების სახით
4. შემდეგ ეტაპზე ხდება გაანალიზება და შეჯერება მოძიებული ინფორმაციის და ჩატარებული ანკეტირების, რის შედეგადაც იქმნება კედლის გაზეთი და გამოიცემა ბუკლეტი, რომელშიც მოცემულია სურათები, ინფორმაცია, სტატისტიკური მონაცემები დიაგრამის სახით და მოსალოდნელი საფრთხე. გამოცემულ ბუკლეტს ავრცელებენ სკოლის მოსწავლეებს შორის.

მონაწილეთა ასაკი: 14 - 15 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

პროექტის შესაძლო აქივობები კლასში: მასალის მოძიება (ისტ-ის საშუალებით, ანკეტირებით), კედლის გაზეთის შექმნა, ბუკლეტის გამოცემა, რაც ხელს შეუწყოფს
მოსწავლეთა დაახლოებას, აზრის გაზიარებას, ურთიერთთანამშრომლობას
საერთო ღონისძიებების დაგეგმბის და განხორციელების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას
ინფორმაციის გაანალიზების, სინთეზირების და დასკვნების გამოტანის უნარის გამოუმუშავდებას
ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას
სიძნელეების დაძლევის უნარის გამოუმუშავებას
თეორიული ცოდნის ამაღლებას და რეალიზაციას
ჯანსაღი ცხოვრების წეს–ჩვეულებების ჩამოყალიბებას

სარგებელი სხვებისათვის: დაინტერესებულ პირებს მიეცემათ საშუალება უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ როგორც თეორიული, ასევე ვიზუალური თამბაქოს სასუნთქ ორგანოებზე მავნე ზემოქმედების შესახებ

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინფორმაციული ტექნოლოგიები.

პროექტის ფასილიტატორი: ალა სანამიანი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: a.sanamiani@gmail.com

No comments:

Post a Comment