Saturday, May 18, 2013

კოკა–კოლის სასამართლო პროცესი

კოკა–კოლის სასამართლო პროცესი                

პროექტის პრეზენტაცია:                 

                           
პროექტში მონაწილეობენ: 10-11 კლასები
პროექტის აქტუალობა: მოზარდებში კოკა–კოლის გაუზრებელი ჭარბი მოხმარება, ორგანიზმზე მისი დადებითი და უარობითი ზემოქმედების არ ცოდნა
პროექტის მიზანი: გაეცნონ  კოკა–კოლაში შემავალი თითოეული კომპონენტის ბუნებას და  შეისწავლონ მათი გავლენა  ორგანიზმზე, განივითარონ კვლევა–ძიების, ანალიზის, საკომუნიკაციო, ტექნიკური, შემოქმედებითი უნარები და ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, შეიქმნას საინფორმაციო ბუკლეტი
პროექტზე მუშაობის ვადები: ორი კვირა
პროექტის ამოცანები, განხორციელების გზები და ვადები: 1. შეიქმნას კითხვარი, რომელთა საშუალებით  მოხდება სკოლის VIII-XII კლასების მოსწავლეების ანკეტირება დასვენებებზე გაკვეთილებს შორის – ორი დღე. 2. მონაცემთა კლასიფიცირება და პრეზენთაციის შექმნა – ორი დღე. 3. ინფორმაციის მოძიება, ანალიზი,  დახარისხება და მათი პრეზენტაციის სახით წარმოდგენა – ერთი კვირა. 4. მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე იმიტირებული სასამართლო პროცესის გამართვა, სადაც წარსდგებიან როგორც იურისტები (მოსამართლე, ადვოკატები), ისე მომხრე (მოსწავლეები, ბიოლოგები, ქიმიკოსები) და მოწინააღნდეგე (მშობლები, ბიოლოგები, ქიმიკოსები ) მხარეები – ერთი დღე. 5. საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა და დარიგება – ერთი დღე
პროექტის მასალოდნელი შედეგები/პროდუქტები: წარმატებული პროექტის იმიტირებული სასამართლო პროცესის სახით ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენა, სადაც მოხდება, მოძიებული, გაანალიზებული და დამუშავებული ინფორმაციის პრეზენტაცია და საინფორმაციო ბუკლეტის დარიგება.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია,  ქიმია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მათემატიკა, სამოქალაქო განათლება
პროექტის მსვლელობა:
1. პროექტის მიზნებისა, ამოცანების და ვადების გაცნობა.
2. კითხვარის შექმნა, მოსწავლეთა ანკეტირება, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, გაანალიზება და პრეზენტაციის შექმნა







        

3. მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა: იურისტები, მათემატიკოს–სტატისტიკები, მოსარჩელე მხარე (მშობელი, ბიოლოგები და ქიმიკოსები) და დამცველი მხარე (მოსწავლე, ბიოლოგები და ქიმიკოსები)






4. თითოეული ჯგუფი  იძიებს ინფორმაციებს ინტერნეტში , ახარისხებს და აანალიზებს ამ ინფორმაციას და ამის საფუძველზე თითოეული ჯგუფი ქმნის პრეზენტაციას Powver Point-ში.






4.  კონკრეტული დავალებას ასრულებენ შესაბამის ვადებში.  
5.მასწავლებლის მიერ  ხდება ჯგუფების ეტაპობრივი შუალედური მონიტორინგი, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა  და მითითებების, რჩევების მიცემა




ამ პრეზენტაციაში მოსარჩელე მხარის ბიოლოგები აჩვენებენ, თუ როგორ გავლენას ახდენს ორგანიზმზე კოკა–კოლაში შემავალი ინგრედიენტები




ამ პრეზენტაციით დაცვის მხარის ბიოლოგები ახდენენ არგუმენტირებას კოკა–კოლის უვნებლობის შესახებ, მისი დოზირებული მიღების შემთხვევაში




ამ პრეზენტაციაში მოსარჩელე მხარის
ქიმიკოსები გვიჩვენებენ კოკა–კოლაში შემავალი იგრედიენტების ქიმიურ გავლენას ორგანიზმზე




ამ პრეზენტაციაში დამცველი მხარის
ქიმიკოსები გვიჩვენებენ კოკა–კოლაში შემავალი ქიმიური იგრედიენტების უვნებლობას და ამ პროდუქტის ყოველდღიურ ყოფა–ცხოვრებაში გამოყენებას


6. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა Microsoft Publisher-ის პროგრამის გამოყენებით
7. შემაჯამებელი იმიტირებული სასამართლო პროცესის მოწყობა ფართო საზოგადოებისთვის, რათა გადასცენ მოძიებული ინფორმაცია და შეძენილი ცოდნა დამსწრე საზოგადოებას
8. შექმნილი ბუკლეტების გავრცელება
9. გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალის დამუშავება და ატვირთვა
10. პროექტის შეფასების კითხვარის შევსება და სამომავლო გეგმების დასახვა



No comments:

Post a Comment